ამიერკავკასიის სეიმი

ამიერკავკასიის სეიმი
ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა რუსეთისაგან იურიდიულად გაფორმდა 1918 წლის 10 (23) თებერვალს, ტიფლისში შეიქმნა ახალი სახელმწიფო ორგანო - ამიერკავკასიის სეიმი. იგი შედგებოდა დამფუძნებელთა კრების წევრთაგან, რომელიც დაშლილ იქნა სცსკ (ВЦИК) გადაწყვეტილებით. იგი აგრძელებდა ამიერკავკასიის კომისარიატის ანტისაბჭოთა პოლიტიკას. სეიმმა საკუთარი თავი ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოდ გამოაცხადა, შექმნა მთავრობა, დაადასტურა თავისი ერთგულება ხელშეკრულებებისადმი, რომლებიც დადებულ იყო ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ დონის, ყუბანის, ურალის თეთრგვარდიელებთან, და დაიწყო ჯარის ფორმირება, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. სეიმის პოლიტიკის წინააღმდეგ აჯანყება ინიცირებულ იყო დასავლეთ საქართველოს ბოლშევიკების მიერ, კერძოდ სამეგრელოს, აფხაზეთის და ცხინვალის ზონიდან.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»